მთავარიEUROPEN UNIONევროკავშირის დღის წესრიგი მომდევნო 5 წლის განმავლობაში

ევროკავშირის დღის წესრიგი მომდევნო 5 წლის განმავლობაში

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა სტრატეგიული დღის წესრიგის შესაქმნელად  მომავალ კვირას ბრიუსელში შეიკრიბება. უკრაინაში მიმდინარე ომი მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ევროკავშირის დღის წესრიგზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

ევროკავშირის დღის წესრიგის მთავარი საკითხია ,,მწვანე შეთანხმება“, რომლის მიზანია სასათბურე აირების ემისიების შემცირება 2050 წლისთვის, რათა ტემპერატურამ 1.5-2°C-ით დაიწიოს. შეთანხმებაში გათვალისწინებულია საზოგადოებისა და ეკონომიკის თითქმის ყველა სფერო, მათ შორის „ცირკულარულ/წრიულ“ ეკონომიკაზე გადასვლა, რაც გადამუშავებასა და ნარჩენების შემცირებას ისახავს მიზნად. შეთანხმება ასევე მოიცავს ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ჩეხის წინააღმდეგ ბრძოლასა და ტრანსპორტის ელექტროფიკაციას.

ევროპარლამენტის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გავლენა ექნება აშშ-ისა და ჩინეთის ურთიერთობებს, განსაკუთრებით, სავაჭრო პოლიტიკას და ნედლეულისა და ახალი ბაზრების მოსაპოვებლად პარტნიორული ურთიერთობების დამყარების აუცილებლობას, განსაკუთრებით აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.

კიდევ ერთი პრობლემა,  რომელსაც ევროკავშირის ლიდერები აწყდებიან, არის ის, თუ როგორ მიიღონ ფული თავიანთი ამბიციების დასაფინანსებლად.

ამისთვის არსებობს შემოსავლის სამი შესაძლო წყარო, რომლების რეფორმირებაც აუცილებელია.

პირველი – ეს გახლავთ ევროპული ბიუჯეტი. ევროპარლამენტარები უნდა შეთანხმდნენ, როგორ უნდა გამოიყენონ ევროპული ბიუჯეტი მიზნების შესაბამისად,  რა მოცულობის იქნება და როგორ დაიხარჯება თანხა.

ევროკავშირის მიზნების მისაღწევად დაფინანსების მეორე ალტერნატიულ გზად განიხილება ევროპის საინვესტიციო ბანკი. ბოლოს კი ახალი ვალი, რომელიც ახალი საკრედიტო ხაზის შექმნის შესაძლებლობას იძლევა  2024 წლის დასრულების შემდეგ.

ევროკავშირის დღის წესრიგში ასევე შედის „თავისუფალი და დემოკრატიული ევროპის“ საკითხი კანონის უზენაესობის გაძლიერების მიზნით, ასევე ევროკავშირის გაწევრების სურვილის მქონე ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენონ ევროკავშირის კანონი, რომელიც მოითხოვს ბევრ რეფორმასა და ახალ მმართველობას ევროკავშირის დონეზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend