კატეგორიები

საქართველო ბრძოლას განაგრძობს

საქართველო ბრძოლას განაგრძობს

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.

დორტმუნდში გამართული ჯგუფური ეტაპის მატჩი თურქეთის გამარჯვებით, ანგარიშით 3:1, დასრულდა.

ევროპის ჩემპიონატზე პირველი გოლი საქართველოსთვის გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა, საგოლე გადაცემა გიორგი ქოჩორაშვილმა შეასრულა.

თურქეთის ნაკრებიდან გოლები მერტ მულდურმა, არდა გიულერმა და ქერემ აკტურკოღლუმ გაიტანეს.

ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში პორტუგალიის ნაკრებმა ჩეხეთი 2:1 დაამარცხა.

მომდევნო შეხვედრას ქართველები 22 ივნისს, ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ, ჰამბურგში გამართავენ.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები