კატეგორიები

ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ

ევროკავშირის ლიდერები ახალი ხელმძღვანელების კანდიდატურებზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ლიდერებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება  იმის შესახებ, თუ ვინ უნდა გახდეს ევროკომისიისა თუ ევროსაბჭოს შემდეგი პრეზიდენტი, ასევე ვინ დაიკავებს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თანამდებობას.

ეს ევროპის არჩევნების შემდეგ ევროკავშირის ლიდერების პირველი შეხვედრა იყო.

ევროსაბჭოს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონსენსუსს ვერ მიაღწიეს და ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ შეთანხმების მისაღწევად.

დიპლომატებმა ადრე გამოთქვეს იმედი, რომ პოლიტიკური შეთანხმება მიიღწევა 27-28 ივნისს, ევროკავშირის ოფიციალური სამიტის დროს.

მოსალოდნელია, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩება, რადგან „ევროპის სახალხო პარტიამ“ ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

ევროსაბჭოს პრეზიდენტის თანამდებობაზე პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა განიხილება, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლად კი – ესტონეთის პრემიერი კაია კალასი.

Related news
ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის
სხვა ამბები