ფხენიანში განსაკუთრებულად ხვდებიან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს. ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქის ქუჩები რუსეთის დროშებითა და პუტინის სურათებითაა მორთული.
ბოლო 24 წლის განმავლობაში ეს იქნება პუტინის პირველი ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში.
ამ ვიზიტმა კიდევ უფრო გაამძაფრა დასავლელი პოლიტიკოსების წუხილი ორი სახელმწიფოს დაახლოების შესახებ.
სპეციალისტები და ექსპერტ-ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინის ეს ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ორ ტოტალიტარულ სახელმწიფოს შორის აქტიური თანამშრომლობის დადასტურება და კიდევ უფრო გამყარებაა.
„მე არ ვთვლი, რომ ეს ვიზიტი მყარი მეგობრობის ნიშანია, რადგან მეგობრებს შორის ვიზიტში 24-წლიანი პაუზა საკმაოდ დიდი დროა. თუმცა აშკარად იგრძნობა, რომ ამ ორი სახელმწიფოს ინტერესები დაახლოვდა და ახლა მათ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ საერთაშორისო ზეწოლის ფონზე. ნათელია, რომ კიმ ჩემ ინი ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში მხარს უჭერს. მსოფლიო აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს მათ კავშირებსა და ნებისმიერ აქტიურობას. კონკრეტულად ახლო მომავალში გამოჩნდება, თუ როგორი და რამდენად რეალური მეგობრობა აქვთ ამ ორი ტოტალიტარული ქვეყნის ლიდერებს. ასევე საინტერესოა, რა გახდება ცნობილი ამ ვიზიტიდან. ორივე ქვეყანა აქტიურ პროპაგანდას იყენებს მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მხრივ. ამ მხრივ ჩრდილოეთ კორეა კიდევ უფრო ჩაკეტილია. ამიტომ, საერთაშორისო მედია უფრო რუსული წყაროებიდან ველით ინფორმაციას“, – აცხადებს რაფაელ ვობერი, Associated Press-ის უფროსი ჟურნალისტი.