მთავარისაქართველო„ხელისუფლება თავად არის ძალადობის დამკვეთი" - არასამთავრობოები

„ხელისუფლება თავად არის ძალადობის დამკვეთი” – არასამთავრობოები

არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმიანებიან ბოლო ორი თვის განმავლობაში სამოქალაქო აქტივისტებსა და ხელისუფლების ოპონენტებზე თავდასხმის ფაქტებს და მიიჩნევენ, რომ ფიზიკური თავდასხმები „ქართული ოცნების” მიერ არის მართული.

„ხელისუფლება ვეღარ ახერხებს ქართველი ხალხის პროპაგანდით დამორჩილებას და ხალხზე გაბრაზებული მათ ფიზიკურად უსწორდება”, – წერია განცხადებაში, რომელსაც „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” ავრცელებს.

მათი ცნობით, უკვე მეორე თვეა, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ძალადობას ახალისებენ საჯარო განცხადებებით, მათზე დაქვემდებარებული არაფორმალური ჯგუფები კი ურეკავენ, აგინებენ, ემუქრებიან, ოფისებსა და საცხოვრისებს ამახინჯებენ და მოქალაქეებზე ძალადობენ.

„ნიშანდობლივია, რომ ამ საქმეებს არავინ იძიებს; სამართალდამცავმა ორგანოებმა დაკარგეს მათი კონსტიტუციური ფუნქცია და ხელისუფლების ხელში პოლიტიკური რეპრესიების ინსტრუმენტად იქცნენ”, – წერია განცხადებაში.

ამავე განცხადებაში საუბარია აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმაზეც. არასამთავრობოები იხსენებენ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს, სადაც მან სახელობითად მოიხსენია ზუკა ბერძენიშვილი თავის განცხადებაში და ერთ საათში აქტივისტს თავს დაესხნენ.

„ხელისუფლება თავად არის ამ ძალადობის დამკვეთი. ოლიგარქის რეჟიმი საერთო ენას ვეღარ პოულობს მოქალაქეებთან და ძალადობით ცდილობს საკუთარი სისუსტის გადაფარვას”- წერენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend