მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში გეგმავენ, ნაწილობრივ აღადგინონ სავალდებულო სამხედრო სამსახური

გერმანიაში გეგმავენ, ნაწილობრივ აღადგინონ სავალდებულო სამხედრო სამსახური

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ოთხშაბათს წარადგინა ახალი წინადადება გერმანიაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენის თაობაზე, რომელიც ქვეყანაში 13 წლის წინ გაუქმდა. ბორის პისტორიუსის გეგმა ასეთია: ქვეყანაში ყველა 18 წლის ახალგაზრდას უნდა გაეგზავნოს კითხვარი, სადაც შეფასდება მათი ინტერესი არმიის მიმართ. კითხვარის შევსება სავალდებულო იქნება ახალგაზრდა მამაკაცებისთვის, ხოლო ქალებისთვის ნებაყოფლობითი.

პისტორიუსის თქმით, ახალგაზრდებს ექნებათ უფლება, დასაბუთებული უარი განაცხადონ არმიაში არწასვლის თაობაზე, მრწამსის ან მსოფლმხედველობის გამო. პისტორიუსის გათვლით ყოველწლიურად დაახლოებით 100 000 მამაკაცი გამოხატავს ჯარში ჩარიცხვის სურვილს.

ბუნდესვერის გეგმაა, 2031 წლამდე ჯარისკაცების რიცხოვნობა არმიაში 203 000-იდან 260 000-ამდე გაიზარდოს. მნიშვნელოვნად იზრდება ქვეყნის რეზერვიც. თავდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ შეცდომა იყო ანგელა მერკელის გადაწყვეტილება, გაეუქმებინა სავალდებულო სამსახური 2011 წელს. გერმანია ერთადერთი ევროპული სახელმწიფო არაა, რომელიც რუსეთის უკრაინაში აგრესიის ფონზე გეგმავს, გადახედოს თავდაცვის პოლიტიკას. ევროპის ათზე მეტი ქვეყანა უკვე ნერგავს სავალდებულო სამხედრო სამსახურს სხვადასხვა ფორმით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend