მთავარისაქართველოევროკავშირი: „მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს"

ევროკავშირი: „მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს”

ევროკავშირი გამოხატავს წუხილს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური თავდასხმის შემთხვევებთან დაკავშირებით.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის განცხადებას ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს პოლიტიკურ აქტორებს, თავი შეიკავონ ისეთი ფორმულირებების გამოყენებისგან, რომლებმაც ქვეყანაში უკიდურესი პოლარიზაცია შეიძლება მეტად გაამწვავოს.

„ევროკავშირი ასევე ღრმად არის შეშფოთებული ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მცდარი განცხადებებისგან, რომლებიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმართულ, გაცხადებულ მისწრაფებებს არ შეესაბამება და ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობებზე უარყოფითად აისახება”, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ცნობით, ამჟამად ევროკავშირი განიხილავს ყველა ვარიანტს რეაგირებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასა და სხვა ქმედებებზე, რომლებიც საქართველოში დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ძირს უთხრის.

„მოვუწოდებთ მთავრობას, ევროკავშირის გზას დაუბრუნდეს. ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის გვერდში დგომას და მხარს უჭერს მის დაუძლეველ არჩევანს დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლის სასარგებლოდ”, – წერია ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend