მთავარისაქართველოირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციას დაესწრო

ირაკლი კობახიძე უკრაინის აღდგენის კონფერენციას დაესწრო

„ქართველ და უკრაინელ ერებს აერთიანებთ არა მხოლოდ მსგავსი გამოცდილება და მტკიცე მეგობრული კავშირი, არამედ საზიარო მისწრაფებები ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით”, – თქვა ირაკლი კობახიძემ უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე. პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველო ხელმისაწვდომი რესურსების ფარგლებში უკრაინის აღსადგენად მხარდაჭერას გააგრძელებს.

”დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა ურყევი სოლიდარობა გამოვუცხადოთ უკრაინას ამ გამოწვევებით სავსე დროს და გამოვხატოთ ჩვენი ერთგულება მისი სწრაფი აღდგენისადმი. ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ საქართველოსა და უკრაინის საუკუნოვანი მეგობრობა და მტკიცე კავშირი ჩვენს ხალხთა შორის. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ უკრაინის აღდგენას, თუმცა ვიაზრებთ, რომ ჩვენი რესურსები შეიძლება განსხვავდებოდეს. ომის პირველი დღიდან საქართველომ სრული სოლიდარობა გამოიჩინა უკრაინის პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერისათვის. უკრაინას გავუწიეთ არსებითი ჰუმანიტარული დახმარება. საერთო ჯამში საქართველომ უკრაინის მხარდასაჭერად 600-ზე მეტ რეზოლუციასა და საერთო განცხადებას დაუჭირა მხარი. მართალია, სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ საქართველოს რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, თუმცა ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყება მკაცრად აკონტროლებს სანქცირებულ პირებსა თუ ტვირთს”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend