კატეგორიები

უკრაინელებმა რუსეთის ერთ-ერთ ავიაბაზაზე საბრძოლო თვითმფრინავი SU-57 გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსეთის ერთ-ერთ ავიაბაზაზე საბრძოლო თვითმფრინავი SU-57 გაანადგურეს
უკრაინულმა ძალებმა იერიში მიიტანეს რუსულ ულტრათანამედროვე სამხედრო თვითმფრინავზე, რომელიც ფრონტის ხაზიდან 600 კილომეტრის მოშორებით ერთ-ერთ ავიაბაზაზე იყო.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახური ადასტურებს, რომ ეს უკრაინული მხარის პირველი წარმატებული იერიშია რუსეთის ტერიტორიაზე.

ცოტა ხნით ადრე დასავლელმა მოკავშირეებმა კიევს მისცეს უფლება, მათი შეიარაღება შეზღუდული პირობებით გამოეყენებინა რუსეთის ტერიტორიაზე იერიშის მისატანად. ამასთან,  უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ დანიშნული ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად 28 ადამიანი დაიღუპა.

სუ-57-ის განადგურებასთან დაკავშირებით მოსკოვს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა  განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ასტრახანის რეგიონში 3 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.  8 ივნისს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ რუსების შეტევა ხარკივის რეგიონზე წარუმატებელი იყო. თუმცა ფაქტია, რომ რუსული ძალები მაინც წინ მიიწევენ.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები