მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONნიდერლანდებში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ნიდერლანდებში გამართული ევროპარლამენტის არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები ცნობილია

ევროპარლამენტის არჩევნები გრძელდება. მიმდინარე კვირას ევროკავშირის 400 მილიონამდე მოქალაქე 720 ევროპარლამენტარს ირჩევს. წევრი ქვეყნები საარჩევნო უბნებს ეტაპობრივად ხსნიან, ყველაზე დატვირთული დღე კი 9 ივნისი იქნება, როდესაც 19 ქვეყანა არჩევნებს ერთდროულად გამართავს. ხმის მიცემა რამდენიმე სახელმწიფოში უკვე დაწყებულია, მათ შორის ნიდერლანდებშიც, სადაც 720-იდან 31 ევროპარლამენტარს ირჩევენ.

ეგზიტპოლები მიანიშნებს, რომ მემარცხენე „მწვანე ალიანსსა” და გერტ უილდერსის მემარჯვენე პარტიას შორის საკმაოდ მჭიდრო დაპირისპირებაა.

თუმცა ამ ეტაპზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მწვანე ალიანსი” ევროკავშირის პარლამენტში ჰოლანდიური პარტიებიდან ყველაზე მეტ, 8 მანდატს, მოიპოვებს. თუმცა გერტ უილდერსის პარტია „თავისუფლებაც“ საკმაოდ დიდი მხარდაჭერით სარგებლობს და დიდად არ ჩამორჩება „მწვანე ალიანსს”. ეგზიტპოლების თანახმად, მისი პარტიიდან 7 ევროპარლამენტარს ვიხილავთ. 2019 წელთან შედარებით სურათი მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. მაშინ, მემარჯვენე „თავისუფლებამ“ მხოლოდ 1 მანდატი მოიპოვა, ხოლო მემარცხენე ალიანსმა 9.

მას შემდეგ ჰოლანდია გახდა ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ევროპაში, სადაც თავდაპირველად დაიწყო მემარჯვენე ძალების აღზევება.

კერძოდ, ჰოლანდიელი ამომრჩევლებისთვის პრიორიტეტული საკითხი იყო მიგრაცია და სავარაუდოა, რომ მსგავსი პრიორიტეტები აქვთ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც.

2019 წლის ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ შეიცვალა ის, რომ სამ ევროკავშირის ქვეყანას ჰყავს ულტრამემარჯვენე მმართველი პარტია, რამდენიმე სხვა ქვეყანაში მსგავსი პარტიები მმართველი კოალიციის წევრები არიან და ზოგადად, მთელი კონტინენტის მასშტაბით იგრძნობა მზარდი მხარდაჭერა ამ ძალების მიმართ.

დიდი ყურადღება დაეთმობა ნიდერლანდებში გამართული არჩევნების ეგზიტპოლებს, რადგან აქ ჩანს ზოგადი ტენდენციები, რაც შეიძლება შემდეგ უკვე მთლიანი არჩევნების შედეგებშიც ვიხილოთ.

დღეს, 7 ივნისს, ხმის მიცემა დაიწყო ირლანდიასა და ჩეხეთშიც, ხოლო შაბათ-კვირას ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნებიც გახსნიან საარჩევნო უბნებს.

ამომრჩეველი უყურებს საარჩევნო ბიულეტენს ხმის მიცემამდე, დუბლინი, ირლანდია, 7 ივნისი, 2024 წელი Copyright Niall Carson/PA via AP

ულტრამემარჯვენე ძალების გამარჯვებას ელიან საფრანგეთში, ბელგიაში, ავსტრიასა და იტალიაში.

არჩევნების საბოლოო შედეგები კვირას საღამოს, 9 ივნისს, გახდება ცნობილი, როდესაც თითოეულ წევრ ქვეყანაში დასრულდება ხმის მიცემა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend