მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროპული პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები ბოლო ეტაპზეა

ევროპული პარტიების წინასაარჩევნო კამპანიები ბოლო ეტაპზეა

არჩევნების მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარეს ევროპელი პოლიტიკოსები მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მიაწვდინონ საკუთარი მოწოდებები თავიანთ ამომრჩევლებს. განსაკუთრებით ცდილობენ ახალგაზრდა ამომრჩევლის მოზიდვას და ასევე გადაუწყვეტელი ამომრჩევლების გადმობირებას.

ბოლო ეტაპზეა საფრანგეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაც.

ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორდან ბარდელა ამომრჩევლებს შეხვდა და მოუწოდა მათ, რომ მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის, პარტია „რენესანსს“.

მეორეს მხრივ, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს შეკრებილებს განუცხადა, რომ მათ არ უნდა დაუშვან ულტრამემარჯვენე ძალების აღზევება ევროპაში.

საფრანგეთში ოფიციალური საარჩევნო კამპანიის პერიოდი პარასკევს, 7 ივნისს, დასრულდება. შაბათ-კვირას ევროპარლამენტის არჩევნებზე ქვეყნის 50 მილიონი მოქალაქე აირჩევს 81 ევროპარლამენტარს, რომლებმაც ქვეყნის მოსახლეობის ინტერესები უნდა წარმოადგინონ.

ბოლო ეტაპზეა საარჩევნო პერიოდი პოლონეთშიც. არჩევნების წინ ვარშავაში პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი შეხვდა ათასობით მხარდამჭერს. ღონისძიებაზე მან განაცხადა, რომ აღმოსავლეთის საზღვართან მზარდი დაძაბულობის ფონზე ამ არჩევნებს პოლონეთის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მან ასევე აღნიშნა, რომ ომის თავიდან აცილების ერთადერთი გზა გაერთიანებულ ევროპაზე გადის და კრემლისთვის ბრიუსელის პოლიტიკურ დაპყრობას ბევრად უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ხარკივის დაპყრობას.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ეს არის ბრძოლა ევროპასა და პოლონეთში ომის თავიდან ასაცილებლად. მისი თქმით, სწორედ პოლონეთს აკისრია პასუხისმგებლობა უზრუნველყოს უსაფრთხოება ევროპაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend