მთავარიაზიაავღანეთიწყალდიდობის გამო ათიათასობით ავღანელი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

წყალდიდობის გამო ათიათასობით ავღანელი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

უჩვეულოდ ძლიერი წვიმისა და ძლიერი წყალდიდობის გამო ავღანეთის ჩრდილოეთ და დასავლეთ რეგიონებში ბევრი სოფელი და ქალაქი დაიტბორა, განადგურდა საცხოვრებელი სახლები და მოსავალი, დაზარალდა ათიათასობით ოჯახი. სტიქიის შედეგად დაიღუპა ასობით მოქალაქე. გაეროს ბავშვთა სააგენტოს ინფორმაციით, ათიათასობით არასრულწლოვანია საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი. მათ შორისაა თერთმეტი წლის ჰაჯერა, რომელიც ჩრდილოეთ ავღანეთის ერთ-ერთი სოფლიდანაა.

„მე ვარ ბაღლანის სოფელ შაიხ ჯალალიდან. სახლში ვიყავი, როცა ჩვენი სახლი წყალდიდობამ დაანგრია. სამნი გადავრჩით. ჩემი და დაიღუპა. წყალმა წაგვიღო, მე, მამაჩემმა და ჩემმა ძმამ წყლიდან გამოსვლა მოვახერხეთ. თუმცა ჩემმა დამ ეს ვერ შეძლო. მან მთხოვა, ხელი მომეკიდა, თუმცა მე ეს ვერ შევძელი… ის დინებამ წაიღო. წყალდიდობამ ჩვენი სახლი და ქონება გაანადგურა. აღარაფერი დაგვრჩა”, – ამბობს ჰაჯერა.

UNICEF-ისა და გაეროს ბავშვთა სააგენტოს განცხადებით, ექსტრემალურმა ამინდმა, რომელიც კლიმატის კრიზისითაა გამოწვეული, ათიათასობით ბავშვი დააზარალა და უსახლკაროდ დატოვა. გასულ კვირას საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციამ Save the Children განაცხადა, რომ ავღანეთში დაახლოებით 6,5 მილიონი ბავშვი შიმშილის კრიტიკულ ზღვარზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend