მთავარიEUROPEN UNIONევრონიუსის გამოკითხვის თანახმად, პროევროპული პარტიები მანდატების 63%-ს შეინარჩუნებენ

ევრონიუსის გამოკითხვის თანახმად, პროევროპული პარტიები მანდატების 63%-ს შეინარჩუნებენ

6-იდან 9 ივნისის ჩათვლით, ევროპარლამენტის რიგით მე-10 ბრექსიტის შემდეგ პირველი არჩევნები გაიმართება. ევროკავშირის დაახლოებით 400 მილიონი მოქალაქე მიმდინარე კვირაში ევროპარლამენტის ახალ წევრებს აირჩევენ.

ევროპელ პოლიტიკისებს ყველაზე მასშტაბური დემოკრატიული ღონისძიებისთვის წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვთ.

ულტრამემარჯვენე პარტიები ცდილობენ მოიპოვონ მეტი ძალაუფლება ცხოვრების ხარჯების ზრდისა და ფერმერების უკმაყოფილების ფონზე. რუსეთის ომი უკრაინაში ევროპელებისთვის კვლავ უმნიშვნელოვანესია, შესაბამისად თავდაცვა და უსაფრთხოება განიხილება, როგორც კამპანიის მთავარი საკითხები.

„ევროკავშირის არჩევნები, ევროპელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს განსაკუთრებული მომენტია საზოგადოებისთვის. კერძოდ, მე ვარ ებრაელი და ძალიან მაწუხებს ანტისემიტიზმის ეს ტენდენცია, განსაკუთრებით უნივერსიტეტებში. იმედი მაქვს, რომ ზომიერი და პროგრესული ძალები წავლენ. წინ“ – განაცხადა ამბობს იტალიის დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი, ლორეტა კალიენდო.

ეკონომიკა, სამუშაო ადგილები, სიღარიბე, საზოგადოებრივი ჯანდაცვა, კლიმატის ცვლილება და ევროპის მომავალი საარჩევნო კამპანიისას ასევე უმნიშვნელოვანესი საკითხებია.

„სულ უფრო და უფრო ვხედავთ, რომ ბრიუსელში ბევრი გადაწყვეტილება მიიღება. შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ქვეყანა დამოუკიდებლად შეძლებს გაუმკლავდეს იმ დიდ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, დაწყებული კლიმატის ცვლილებით და დამთავრებული თავდაცვის საკითხებით. ასე რომ, ევროპის როლი, სულ უფრო აქტუალური ხდება და ამიტომ ქვეყნებმა უნდა იზრუნონ იმაზე, თუ როგორ ყალიბდება ეს გადაწყვეტილებები ევროპაში“, – აცხადებს მარია დემერცისი, ევროპელი ამომრჩეველი.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვაა, დარჩება თუ არა ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლაიენი, როგორც ევროკავშირის პირველი პირი.

აპრილის ბოლო ევროპარლამენტის პლენარული სესიის მდგომარეობით, 705-დან 176 მანდატით, მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტის ყველაზე დიდი პოლიტიკური ჯგუფია. სიდიდით მეორე ჯგუფია, ცენტრალური ევროპის სოციალისტების პარტია, რომელიც ამჟამად 139 მანდატს ფლობს.

ლიბერალურ და პროევროპულ ჯგუფს 102 ადგილი აქვს დაკავებული, მწვანე და რეგიონალისტური პოლიტიკური პარტიებისგან შემდგარი ალიანსი კი 72 მანდატს ფლობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend