კატეგორიები

ნაგვით სავსე საჰაერო ბურთები

ნაგვით სავსე საჰაერო ბურთები
სამხრეთ კორეაში აკრიტიკებენ ფხენიანს მათ ტერიტორიაზე საჰაერო ბუშტებით ნაგვისა და ნაკელის გაგზავნის გამო.

 სეულის გაერთიანებულ შტაბებში თქვეს, რომ ეს არის ზავის დარღვევა და უღირსი ქმედება. გაერთიანებულ შტაბში ასევე აღწერეს თუ რა იყო მოთავსებული დაახლოებით 200 საჰაერო ბუშტში, რომელიც სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე მოხვდა. მათი თქმით, ეს ბუშტები სავსე იყო ნაკელით, სიგარეტის ნამწვავებით და გამოყენებული ბატარეებით. მათივე ცნობით, ნაგავში ქიმიური ნივთიერება არ აღმოჩნდა.

სამხრეთ კორეაში გუშინ ჩრდილოეთ კორეიდან 200 ნაგვით სავსე ბუშტი შეფრინდა. ფხენიანში თქვეს, რომ ეს იყო ერთგვარი საპასუხო ქმედება, რომელიც მოჰყვა სამხრეთ კორეის აქტივისტების მიერ ჩრდილოეთ კორეაში საინფორმაციო პროპაგანდისტული ბროშურების გაგზავნას.

Related news
კიმ ჩენ ინი მუშათა პარტიის ლიდერად ხელახლა აირჩიეს NIS: ჩრდილოეთ კორეა კიმ ჩენ ინის თინეიჯერ ქალიშვილს მემკვიდრედ დაასახელებს
სხვა ამბები