კატეგორიები

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპული კურსის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ევროპული კურსის შესახებ განცხადებას ავრცელებს

დეივიდ კამერონი სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოს დაძლევაზე განცხადებას პლატფორმაზე X ავრცელებს. მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ევროატლანტიკურ გზას გადაუხვია, თუმცა ბრიტანეთი ქართველი ხალხისა და მისი გაცხადებული სურვილის მხარდაჭერას განაგრძობს.

„ქართველი ხალხის სურვილი გამოკვეთილია, მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევითა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებით საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია. ბრიტანეთი კი განაგრძობს ქართველი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი სოციალურ ქსელში X.

დაკავშირებული ამბები
1000 წლის ბაიოს გობელენი ბრიტანეთის მუზეუმში საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში  მიიტანეს ბრიტანელებს ახალი პრემიერ-მინისტრისგან სტაბილურობის იმედი აქვთ
სხვა ამბები