ჩრდილოეთ კორეამ ორასამდე საჰაერო ბუშტის გამოყენებით სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე ნაგავი გადაყარა. სამხრეთ კორეის გენერალური შტაბის მაღალჩინოსნების თქმით, ფხენიანის ეს ქმედება არის პასუხი სამხრეთ კორეელი აქტივისტებისთვის, რომელთაც ჩრდილოეთში ფხენიანის პოლიტიკის საწინააღმდეგო ბროშურები გაავრცელეს. სეული მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ ნაგვით სავსე საჰაერო ბუშტებთან კონტაქტისგან.
სეული და ფხენიანი უკვე დიდი ხანია იყენებენ საჰაერო ბუშტებს ინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად.
ამ თვის დასაწყისში სამხრეთ კორეაში დაფუძნებულმა აქტივისტმა ჯგუფმა განაცხადა, რომ მათ გაგზავნეს 20 ბუშტი ფხენიანის საწინააღმდეგო ბროშურებითა და USB ბარათებით, ამ ბარათებზე დატანილი იყო კორეული პოპ მუსიკისა და მუსიკალური ვიდეოების ჩანაწერები.