მთავარიევროპალიეტუვალიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა

ლიეტუვის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ გაიმარჯვა. მეორე ადგილზეა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე.

ლიეტუვა უკრაინის მტკიცე მოკავშირეა. გიტანას ნაუსედამ ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ გააგრძელებს მუშაობას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებასა და უკრაინის მხარდასაჭერად.

,, ჩემი ძირითადი პრინციპები და პრიორიტეტი ყოველთვის იყო უკრაინის მხარდაჭერა, ლიეტუვის უსაფრთხოების განმტკიცება, მტკიცე საგარეო პოლიტიკა და აქტიური მონაწილეობა ევროკავშირის სხვადასხვა ფორმატში. ასე რომ, ვფიქრობ, ჩვენ წინ მივიწევთ და ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მივიღეთ, განსაკუთრებით ლიეტუვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

შედეგების მიხედვით, ნაუსედამ ხმების დაახლოებით სამი მეოთხედი მიიღო. იგი ბევრად უსწრებდა თავის კონკურენტებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ინგრიდა შიმონიტეს, რომელმაც უკვე აღიარა დამარცხება.

არჩევნები ლიეტუვაში – Mindaugas Kulbis/Copyright 2024 The AP

ლიეტუვის პრეზიდენტს აქვს უფლებები, რომლებიც გულისხმობს შეიარაღებული ძალების მეთაურობასა და ქვეყნის წარმომადგენლობას ევროკავშირისა და ნატოს სამიტებზე. გიტანას ნაუსედა  მთავრობასთან ერთად მუშაობს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე და შეუძლია კანონებზე ვეტოს დადება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend