კატეგორიები

“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა”

“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა”

26 მაისს თბილისში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი “თავისუფლების მარში” იმართება.

“მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა” – ასეთია მსვლელობის სლოგანი.

მარშის მონაწილეების სურვილია, ქართველმა ხალხმა გააცოცხლოს 1919 წლის 26 მაისი, როცა “ჩვენმა წინაპრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის ერთი წლისთავი საყოველთაო ზეიმით აღნიშნეს” და გაიარონ იგივე გზა, როგორც მაშინ, 105 წლის წინ.

“ისინი ჩვენსავით თავისუფლებისათვის იბრძოდნენ. ებრძოდნენ იმავე მტერს, რომელსაც ჩვენ ვებრძვით დღეს და არასდროს დანებდნენ და ბრძოლის ცეცხლში გამოტარებული დროშა და დამოუკიდებლობა გადმოგვცეს”,- ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ამავდროულად, მარშში მონაწილე მოქალაქეები აპროტესტებენ კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არის რუსული, რომელიც საქართველოს წარსულში აბრუნებს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები