კატეგორიები

მილორად დოდიკი იმუქრება, რომ სერბთა ავტონომიური რესპუბლიკა ბოსნიის შემადგენლობიდან გავა

მილორად დოდიკი იმუქრება, რომ სერბთა ავტონომიური რესპუბლიკა ბოსნიის შემადგენლობიდან გავა

ბოსნიელი სერბების ლიდერი, ბოსნიის ავტონომიური სერბული რესპუბლიკის პრეზიდენტი, მილორად დოდიკი აცხადებს, რომ ავტონომიური რესპუბლიკა ბოსნია-ჰერცეგოვინას ტოვებს.

ავტონომიური სერბული რესპუბლიკის პრეზიდენტის თქმით, ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება.

“ავტონომიური სერბული რესპუბლიკა დეიტონის შეთანხმების ხელმომწერია, ამავე დროს ბოსნია-ჰერცეგოვინას კონსტიტუციისა, სადაც არის დებულება სახელმწიფოს შემადგენლობიდან გასვლის თაობაზეც. დღეს ჩვენ ვტოვებთ ამ გაერთიანებას, მშვიდობით, ძალადობის გარეშე. სულ იყო საუბარი სიცოცხლისუნარიანი ბოსნია-ჰერცეგოვინას შესახებ, ვნახოთ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ის ახლა”, – განაცხადა მილორად დოდიკმა, ავტონომიური სერბული რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

ეს განცხადება მილორად დოდიკმა გააკეთა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე გაიმართება დღეს, 23 მაისს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში სხდომა, სადაც კენჭს უყრიან რეზოლუციას, რომელიც 11 ივლისის სრებრენიცაში დაღუპულთა ხსოვნის დღედ გამოცხადებას ითვალისწინებს.

დოდიკი ამბობს, რომ ბოსნიელი სერბები არ მიიღებენ არც რეზოლუციას და არც იმას, რაც მასში წერია.

სერბეთის პრეზიდენტი ვუჩიჩი და მისი მთავრობა აწარმოებენ კამპანიას როგორც გაეროში, ასევე განვითარებად ქვეყნებში, რათა არ დამტკიცდეს რეზოლუცია.

Related news
კლიმატის ცვლილების გამო ბოსნიის მთის კურორტები ზაფხულის ტურიზმზე გადადიან „მივმართავ მხარდაჭერის თხოვნით რუსეთს” – მილორად დოდიკი სასამართლოს გადაწყვეტილებას გმობს
სხვა ამბები