მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოგაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება

გაერთიანებულ სამეფოში საპარლამენტო არჩევნები 4 ივლისს გაიმართება. სხვადასხვა პარტიის, მათ შორის, ლეიბორისტი და კონსერვატორი პოლიტიკოსები უკვე ჩაერთნენ წინასაარჩევნო კამპანიაში. „კონსერვატიული პარტია” უკვე 14 წელია მართავს გაერთიანებულ სამეფოს.

პრემიერ-მინისტრის, რიში სუნაკის, პარტიის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა გახლავთ შექმნილი მოლოდინი, რომლის თანახმადაც, „კონსერვატიული პარტია” ამ არჩევნებში კატასტროფულად დამარცხდება, პრემიერ-მინისტრი ამტკიცებს, რომ მის პარტიას სამეფოს უსაფრთხოების ხარისხის ზრდის რესურსი აქვს.

„ყველამ უნდა იცოდეს, რომ აქ უკანონოდ ჩამოსვლის შემთხვევაში, ჩვენ მათ დავაკავებთ და შემდეგ სხვაგან გავაგზავნით. აქ უკანონოდ ჩამოსვლის მიზნით არავითარი აზრი არ აქვს ათასობით ფუნტის გადახდას. რამდენიმე წლის წინ როდესაც ამას ვაცხადებდი, რადიკალად გამომაცხადეს, ახლა კი ევროკავშირის 15 სახელმწიფო აპირებს იმავე ზომების მიღებას”, – განაცხადა რიში სუნაკმა, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა.

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი კეირ შტარმერი აცხადებს, რომ კონსერვატიული პარტია არავითარი ცვლილებების გატარებას არ აპირებს.

„ჩვენი პირველი ნაბიჯი საზღვრებზე კონტროლის დაბრუნებაა. აუცილებელია მოისპოს ის დაჯგუფებები, რომლებიც დაუცველი ადამიანებით ვაჭრობენ და მათ მცირე ნავებით შუა ზღვაში უშვებენ. აუცილებელია განათლების სისტემაში რეფორმაც და ეს პირველ რიგში ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების ანაზღაურების ზრდას გულისხმობს”, –  განაცხადა კეირ შტარმერმა, „ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი.

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი კეირ შტარმერი სიტყვით გამოდის უესტმინსტერში, ლონდონი, 22 მაისი, 2024 წელი Copyright Stefan Rousseau/PA via AP

ლონდონში მცხოვრები ადამიანები აფასებენ მომავალ არჩევნებს.

„ეს პოზიცია რიში სუნაკისგან ბევრს უკვირს, უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა პოპულარული საკითხია, ალბათ, მისი მიზანია, გაზაფხულამდე უკანონო მიგრაციის ტალღა შემცირდეს. ეს ეკონომიკასაც წაადგება”, – ამბობს ჯო უაითი, ლონდონის მკვიდრი.

„მე „მწვანეთა პარტიას” დავუჭერ მხარს, არა იმიტომ, რომ მათ ვეთანხმები, უბრალოდ, ის არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელიც კლიმატის ცვლილებას შესაბამისად უდგება. ამ თვალსაზრისით „ლეიბორისტულ პარტიასაც” კი არ აქვს სწორი პოზიცია. მსურს, მწვანეთა პარტიის მეტი მანდატი ვიხილო”, – ამბობს რიჩარდ ჰამერი, ლონდონის მკვიდრი.

ამჟამინდელი პარლამენტის უფლებამოსილება 30 მაისს ამოიწურება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend