კატეგორიები

რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკივზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს

რუსულმა ძალებმა ქალაქ ხარკივზე დრონების გამოყენებით იერიში მიიტანეს
უკრაინის საგანგებო სამსახურის წარმომადგენლების თქმით, სამშაბათს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ხარკივზე რუსული დრონების თავდასხმის შედეგად რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაშავებულია 5 ადამიანი.

ბოლო ინფორმაციით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და ავტომობილებიც. სახანძრო სამსახურში აცხადებენ, რომ ჯამში ქალაქის ორ რაიონში ხანძრის სამი კერა გაჩნდა.  ცეცხლი მოედო ორ საცხოვრებელ სახლს და დაიწვა ავტოფარეხი, რომელშიც მიკროავტობუსი იდგა.

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის აღმოსავლეთით, დონეცკის რეგიონში, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაა, უკრაინული ძალები ცდილობენ რუსეთის შეტევების მოგერიებას.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კი გუშინ გაავრცელა ხარკივის რეგიონის სოფელ პლეტენივკაში გადაღებული კადრები. სამინისტროს ინფორმაციით,  რუსულმა ძალებმა სოფელი  მაისის შუა რიცხვებში დაიკავეს.

დაკავშირებული ამბები
საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისთვის კანადა უკრაინას 350 მილიონ კანადურ დოლარს გამოუყოფს ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა
სხვა ამბები