მთავარისაქართველოაშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კანონპროექტისა და შესაძლო სანქციების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე კანონპროექტისა და შესაძლო სანქციების შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯიმ ობრაიენმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. ამერიკელმა დიპლომატმა მიმოიხილა ის მხარდაჭერა, რომელსაც აშშ საქართველოს უწევს და განაცხადა, რომ სურს თანამშრომლობის ეს გზა შენარჩუნდეს.

ჯიმ ობრაიენმა ასევე ისაუბრა პრემიერის ირაკლი კობახიძის განცხადებაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები აქვს დაწესებული. დიპლომატმა მწუხარება გამოთქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგად არ არის ინფორმირებული.

მან ასევე ისაუბრა კანონპროექტის შესახებ, რომელიც დღეს მმართველმა პარტიამ მიიღო და განაცხადა, რომ თუ კანონი არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, შესაძლოა, სანქციები დაუწესდეს რიგ პირებს.

„თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან, თუ დავინახავთ, რომ დღეს არის ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ, რა თქმა უნდა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან იქნება შეზღუდვები. პირველ რიგში ეს შეზღუდვები შეეხება ფინანსურ მხარეს. ასევე იქნება შეზღუდვები მოგზაურობაზე კონკრეტული პირების მიმართ, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი ამ ქმედებებზე.

თუმცა მე ამას ვამბობ არა იმიტომ, რომ მინდა ეს მოხდეს, არამედ ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ გააგრძელოს მშვიდობიანი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ.

და იმედი მაქვს, რომ ეს გზა ხელახლა დაიწყება დღეს და გაგრძელდება, თუ არა, ჩვენ დავუბრუნდებით ამ საკითხებს“, – განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა ჯიმ ობრაიენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend