მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოლონდონის ცნობილ მამაკაცთა თითქმის ორსაუკუნოვან ელიტურ კლუბში ქალებს პირველად დართეს...

ლონდონის ცნობილ მამაკაცთა თითქმის ორსაუკუნოვან ელიტურ კლუბში ქალებს პირველად დართეს გაწევრების ნება

ლონდონის ჯენტლმენების ელიტურ კლუბში Garrick, რომლის საპატიო წევრებს შორის იყვნენ ცნობილი პოლიტიკოსები, მოსამართლეები და თვით მეფეც, თითქმის ორი საუკუნის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ქალებსაც დართეს გაწევრების ნება.

ლონდონის ელიტური Garrick  კლუბის წევრები, მათ შორის მწერალი და მსახიობი სტივენ ფრაიც, 7 მაისს შეიკრიბნენ, რათა ქალი წევრების მიღების საკითხზე ემსჯელათ. კლუბის წევრებმა, რომელთა უმეტესობას ამ შეკრებაზე კლუბის სამარკო ღია ვარდისფერი და მწვანე ფერის ჰალსტუხები ეკეთათ, კენჭისყრამდე ქალი წევრების მიღების საკითხი დახურულ კარს მიღმა განიხილეს. საკითხი გავიდა 60 ხმით 40-ის წინააღმდეგ.

ლონდონის ყველაზე ელიტურ კლუბში ქალების დაშვების საკითხის ირგვლივ უკვე რამდენიმე ათეული წელია წნეხი იზრდება. ეს საკითხი ახლა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გაზეთმა Guardian-მა გასულ თვეში კლუბის  წევრების სია გამოაქვეყნა, რომელიც მანამდე საიდუმლო იყო. გაირკვა, რომ წევრებს შორის იყვნენ რიჩარდ მური,  გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახურის MI6-ის ხელმძღვანელი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე ოლივერ დოუდენი და თვით მეფე ჩარლზი. კლუბის წევრებს შორის აღმოჩნდა სასამართლო სისტემის დიდი ნაწილი, მათ შორის უზენაესი სასამართლოს წევრები და მოქმედი პოლიტიკოსებიც იყვნენ. წევრების უმეტესობის ასაკი 50 წელს აღემატება.

პრემიერ-მინისტრის მოადგილე ოლივერ დოუდენი Leon Neal/Pool Photo via AP

გაჩნდა აზრი, რომ ბრიტანული სახელმწიფო დაწესებულების საქმეები ელიტური კლუბის დახურულ კარს მიღმა წყდებოდა და ამ პროცესში არ იყო ჩართული ქალი, რომელიც ისტორიულად ისედაც გარიყული იყო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესიდან, მიუხედავად იმისა, რომ ეს საჯარო დაწესებულებაში ხდებოდა.

ელიტური კლუბი Garrick 1831 წელს დაარსდა და სახელი მე-18 საუკუნის ცნობილი მსახიობის დევიდ გარიკის პატივსაცემად დაერქვა.

ავტორი: კრისტიან მური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend