კატეგორიები

ისრაელი რაფაზე იერიშს გეგმავს

ისრაელი რაფაზე იერიშს  გეგმავს

ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური ომის ფონზე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. 2023 წლის 7 ოქტომბერს გატაცებული ადამიანები კვლავ “ჰამასის” ტყვეობაში რჩებიან. საერთაშორისო საზოგადოება უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ისრაელსა და “ჰამასს” შორის ომს, რომელიც შეიძლება რეგიონულ კონფლიქტში გადაიზარდოს. დასავლეთის სახელმწიფოთა ლიდერები დიდი ხანია ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებენ რაფაზე იერიშისგან თავი შეიკავოს.

„ყველა საჭირო ზომას მივმართავთ. მტრების დამარცხება გარდაუვალია, რაფას აღება გარდაუვალია, უნდა უზრუნველვყოთ ჩვენი მომავალი. თავდადება აუცილებელია და ჩვენ შორის განსხვავებები კი გადალახულია. მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და არ შევცვლი“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა. 

ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლები და პრემიერ-მინისტრი აცხადებენ, რომ ქალაქ რაფაში მყოფთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეძლებისდაგვარად უზრუნველყოფილია.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის გასული წლის 7 ოქტომბერს ამ უკანასკნელის მიერ მიტანილი დაუნდობელი, ტერორისტული იერიშის შედეგად დაწყებულ ომში რამდენიმე ათასი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის უმეტესობა პალესტინელია.

ისრაელის დაბომბვის შედეგად დაღუპულის ცხედარს მგლოვიარეები უყურებენ, ღაზის სექტორი, 2 მაისი, 2024 წელი Copyright AP Photo/Abdel Kareem Hana
Related news
გაეროში აცხადებენ, რომ ღაზაში მცხოვრები პალესტინელები რამადანს მძიმე პირობებში აღნიშნავენ გაერო ისრაელს მოუწოდებს, უზრუნველყოს ღაზის სექტორზე უფრო მეტი წვდომა
სხვა ამბები