კატეგორიები

თბილისში კვლავ აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის შესახებ”

თბილისში კვლავ აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის შესახებ”

თბილისში, პარლამენტის წინ, კვლავ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ გადაიკეტა. მოქალაქეები უკვე თითქმის ორი კვირაა უწყვეტად აპროტესტებენ კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი, რომლის მიღებასაც საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, ქვეყანას გადაიყვანს ევროინტეგრაციის გზიდან და დააშორებს ევროკავშირს.

ისინი ასევე ამბობენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეყანაში შესაძლოა მოვლენები იმ გზით განვითარდეს, როგორც რუსეთში.

აქციას რუსთაველის გამზირზე მსვლელობით შეუერთდნენ სტუდენტებიც.

9 აპრილის ქუჩაზე განლაგებულნი არიან საპოლიციო დანაყოფებიც.

ამავდროულად, პარლამენტში მეორე მოსმენით განიხილავენ სადავო კანონპროექტს.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები