მთავარიევროპასერბეთიალექსანდრ ვუჩიჩი სლოვენიელ ხალხს ბოდიშს უხდის

ალექსანდრ ვუჩიჩი სლოვენიელ ხალხს ბოდიშს უხდის

სერბეთის პრეზიდენტმა ბოდიში მოიხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სლოვენიელებს “ამაზრზენი” უწოდა. ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, მან თავის ნათქვამში ქვეყნის პოლიტიკოსები იგულისხმა და არა ხალხი. მან ასევე დასძინა, რომ ეს იყო რეაქცია იმ ანტისერბულ განცხადებებზე, რომლებიც სლოვენიელი პოლიტიკოსებისგან მოდიოდა.

“ვფიქრობ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სლოვენიელებზე რაც ვთქვი, მისახვედრი იყო, რომ ეს ეხება იმ პოლიტიკოსებს, ვინც ანტისერბული განცხადებები გაავრცელა. ბოდიშს ვიხდი ჩემი ლექსიკისთვის, რა თქმა უნდა, ეს არ არის ის ტერმინოლოგია, რითაც მე უნდა ვსაუბრობდე. ასევე მინდა ბოდიში მოვუხადო სლოვენიის მოქალაქეებს და მინდა დავაზუსტო, რომ ეს ყველაფერი მათ საერთოდ არ ეხებოდა. მე უამრავი სლოვენიელი მეგობარი მყავს და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ერია. ამავე დროს ვამბობ, რომ ბოდიშს არ მოვუხდი სლოვენიელ პოლიტიკოსებს, რადგან ისინი ამაზრზენ პოლიტიკას ატარებენ სერბეთისა და სერბეთის მიმართ”, – ამბობს ალექსანდრ ვუჩიჩი, სერბეთის პრეზიდენტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend