კატეგორიები

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტით გადააყენეს

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე იმპიჩმენტით გადააყენეს
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობის წინ „ქართული ოცნების“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ცნობისთვის, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია, რომელიც პარტია „საქართველოსთვის“ წევრია, თანამდებობიდან გადააყენეს. ამ გადაწყვეტილებას დეპუტატებმა კენჭი დახურულ ფორმატში უყარეს.

კენჭისყრაში მონაწილეობა 21-მა დეპუტატმა მიიღო, მათ შორის 18 იყო მომხრე, 3 ბიულეტენი კი ბათილად გამოცხადდა.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერები, მომხდარში ბრალს სდებენ “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” და ამბობენ, რომ ეს ორი პარტია გაერთიანდა.

“ქართული ოცნების” ადგილობრივი წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საკრებულო 3 წლის განმავლობაში მერიის პარალიზებას იწვევდა. სწორედ ამის გამო გადააყენეს თავმჯდომარე და მოადგილეები.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები