მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოგაერთიანებული სამეფო საგრძნობლად ზრდის თავდაცვის ხარჯებს

გაერთიანებული სამეფო საგრძნობლად ზრდის თავდაცვის ხარჯებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა სამშაბათს განაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2,5%-ამდე ათწლეულის ბოლომდე.

“უკრაინის დათმობის ფასი ახლა უფრო დიდი იქნება, ვიდრე პუტინის მოგერიების ხარჯი, რადგან მხოლოდ პუტინის დამარცხებით შევძლებთ სხვა მოწინააღმდეგეების დამარცხებას”, – თქვა მან ვარშავაში გამართულ ბრიფინგზე ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად.

სუნაკმა განცხადება ვარშავაში ვიზიტის დროს გააკეთა, სადაც უკრაინის დახმარების საკითხზეც ისაუბრა.

“და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, თუ რატომ იდგა დიდი ბრიტანეთი უკრაინის გვერდით ომის დაწყების დღიდან. ამ ქვეყნის საზოგადოებრივი ცნობიერების ნაწილია დიქტატორებთან ბრძოლა“, – დასძინა მან.

რიში სუნაკმა პოლონეთში ოფიციალურად განაცხადა, რომ ლონდონი უკრაინას ნახევარი მილიარდი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოუყოფს. ამ პაკეტში შედის ბრიტანული შორი დისტანციის რაკეტები Storm Shadows, რომელთა დიაპაზონიც სწვდება დაახლოებით 242 კილომეტრს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend