კატეგორიები

61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად

61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ძალების გასაძლიერებლად

უკრაინელები მიესალმებიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის გადაწყვეტილებას – 61 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტი უკრაინის უსაფრთხოებასა და თავდაცვის ძალების გაძლიერებას მოხმარდება.

ეს იმ ფართო პაკეტის ნაწილია, რომელიც ვაშინგტონის სხვა მოკავშირეების, მათ შორის ისრაელისა და ტაივანის, დახმარებასაც ითვალისწინებს.

უკრაინელი ტატიანა რიავჩენუკის ქმარი ომის დაწყების დღიდან ფრონტის ხაზზეა. ის 2 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს – „ჩვენ კარგად ვცხოვრობდით მშვიდობიან დროს, შემდეგ, როდესაც ომმა ჩვენს ფანჯარაზე დააკაკუნა, იძულებული გავხდით, სახლი დაგვეტოვებინა. ჩემმა ქმარმა დაგვტოვა მაშინ, როცა ჩვენი პატარა, რვა თვის იყო და წავიდა თავისი ოჯახის, მისი სახლის, უკრაინის დასაცავად და ახლა ის აგრძელებს ჩვენი და ჩვენი უკრაინის დაცვას, ჩვენ მას ველოდებით“,  – ამბობს ხარკივის მკვიდრი.

საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ წარმომადგენელთა პალატის მიერ 20 აპრილს დამტკიცებული პაკეტი რუსეთის აგრესიის პირობებში ერთგვარი  მაშველი რგოლია უკრაინისთვის. უკრაინაში ომი 26 თვეა მიმდინარეობს.  უკრაინელებს საერთაშორისო დახმარების იმედი აქვთ.

Related news
უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა კიევში უპასუხეს რუსეთის ბრალდებებს უკრაინისთვის ბირთვული არსენალის გადაცემის შესახებ
სხვა ამბები