კატეგორიები

ცვლილება საგადასახადო კოდექსში ე.წ. ოფშორებიდან აქტივის დაუბეგრავად შემოტანაზე

ცვლილება საგადასახადო კოდექსში ე.წ. ოფშორებიდან აქტივის დაუბეგრავად შემოტანაზე
პარლამენტმა  ფაქტობრივად ორ დღეში განიხილა და მიიღო  საგადასახადო კოდექსში შესატანი ცვლილები.

ეს ცვლილება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში, ანუ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანიის საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში, საწარმოს და პარტნიორ ფიზიკურ პირს, მიღებული შემოსავლის დაბეგვრისგან ათავისუფლებს.

კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილების მიზეზი ის არის, რომ ოფშორულ ზონებში  “მეტი გამჭვირვალობაა, მეტი მონიტორინგია და გადასახადებმა მოიმატა – ამიტომ, კომპანიები მისი თქმით, ასეთი ზონების დატოვებას   აპირებენ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ეს კანონი “ქართულმა ოცნებამ”, ბიძინა ივანიშვილის ქონების გადასარჩენად მიიღო.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები