მთავარიევროპაუნგრეთიევროპარლამენტის საარჩევნო კამპანია უნგრეთში 20 აპრილს იწყება

ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანია უნგრეთში 20 აპრილს იწყება

ევროპარლამენტის საარჩევნო კამპანია უნგრეთში ოფიციალურად 20 აპრილს დაიწყება. შაბათიდან ამომრჩევლებს შეეძლებათ, კანდიდატებსა და სიებს გაეცნონ.

ევროპარლამენტის არჩევნები და მუნიციპალური არჩევნები ერთსა და იმავე დღეს, 9 ივნისს, გაიმართება. უნგრეთის მთავრობამ ორი არჩევნების ერთ დღეს ჩატარება თანხის დაზოგვის მიზნით გადაწყვიტა. უნგრელი ექსპერტები ამბობენ, რომ ოპოზიციას კამპანიისთვის გაცილებით ნაკლები შესაძლებლობა აქვს.

„კამპანიისთვის საჭირო რესურსების დიდი ნაწილი მმართველ პარტიასთან დაახლოებულ ბიზნესებს ეკუთვნით. ძირითადი მედია და სარეკლამო ჭრილებიც მათ ემსახურება.  შესაბამისად,  ოპოზიციას ცოტა ვარიანტი აქვს. ელექტრონული მედია, რომელიც ძირითადად სოციალური მედიისგან შედგება, პრინციპში თავისუფალია, მაგრამ მმართველი გუნდი  აქაც  ხარჯავს კერძო რეკლამებში სახელმწიფო ფულს“, – ამბობს ექსპერტი, ზოლტან ტოტი.

საერთაშორისო ძალისხმევა მთლიანად იქითკენაა მიმართული, რომ ევროკავშირის არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიაროს, თუმცა საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოებას მაინც ბევრი კითხვა აქვს.

„ევროპარლამენტის არჩევნებისთვის 12 ქვეყნის სხვადასხვა პარტიამ ალიანსი ჩამოაყალიბა. მართ საერთო კოდექსს მოაწერეს ხელი. შეთანხმებაზე უნგრეთიდან  ხელი არავის მოუწერია. ეს  ნამდვილად არ არის კარგი ამბავი. ასევე უნგრეთის უზენაესი სასამართლო ყველა საარჩევნო საქმეს თავად განიხილავს. ეს კი პრობლემაა, რადგან ეროვნული ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საარჩევნო კომისიის მიერ  მართლმსაჯულების სასარგებლოდ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ გააუქმა“, – ამბობს ექსპერტი.

წინასაარჩევნო კამპანია ძირითადად ონლაინსივრცეში მიმდინარეობს ხოლმე,  რადგან ახალგაზრდების მსგავსად, უკვე უფროსი თაობაც ხშირად იყენებს ინტერნეტს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend