შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო გაეროს რეზოლუციას, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში პალესტინის სრულუფლებიან წევრობას ითვალისწინებდა. რეზოლუციის დამტკიცების შემთხვევაში პალესტინა სრულუფლებიანი წევრის სტატუსს მიიღებდა.
Security Council members do not adopt resolution recommending Palestine for full UN membership. https://t.co/KY0DPj5bwI
— United Nations (@UN) April 18, 2024
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა რობერტ ვუდმა, შეერთებული შტატების წარმომადგენელმა გაეროში და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები კვლავ უჭერს მხარს, ორ სახელმწიფოს შორის გამოსავალი მოიძებნოს. მისი თქმით, კენჭისყრა არ ასახავს იმას, რომ აშშ პალესტინის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგია. ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პრობლემის მოგვარება მხოლოდ მხარეებს შორის პირდაპირი მოლაპარაკებებითაა შესაძლებელი.
პალესტინური მედია კი ავრცელებს კადრებს, რომლებშიც ჩანს, ისრაელის არმიის უკან დახევის შემდეგ როგორ ბრუნდებიან პალესტინელები თავიანთ განადგურებულ სახლებში.
ბოლო ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ 34 000-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა, რომელთაგან უმეტესობა ქალი და ბავშვია.
“I was shot at. I was at my grandparents' house playing with my uncle’s birds.” 9-year-old Jouri in Gaza.
Children do not start wars, and they cannot end them, but they always pay the highest price. They need a ceasefire now. pic.twitter.com/toWbBWi3vV
— UNICEF (@UNICEF) April 17, 2024
გასულ ღამეს ღაზის სამხრეთის ქალაქ რაფაჰში ისრაელის ავიადარტყმას რვა მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ, დაღუპულებს შორის ოთხი ბავშვი და სამი ქალია.