გერმანიაში სიდიდით მეორე პარტიის “ალტერნატივა გერმანიისთვის” ერთ-ერთ ლიდერს ნაციზმში სდებენ ბრალს. ბიორნ ჰოეკეს ადანაშაულებენ ერთ-ერთი ნაცისტური სლოგანის გამოყენებაში, საზოგადოებრივი მიმართვის დასასრულს. სლოგანი გერმანიის უზენაესობას ეხება.
თავად ბრალდებული ამბობს, რომ არ იცოდა, ეს სიტყვები ნაცისტური სლოგანი თუ იყო. თუმცა ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ისტორიის ყოფილ მასწავლებელს შეუძლებელია, ეს არ სცოდნოდა.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ულტრამემარჯვენე გერმანელ პოლიტიკოს ბიორნ ჰოეკეს აკრძალული ნაცისტური გზავნილების გამოყენებას ედავებიან.