კატეგორიები

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს

საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის გასაპროტესტებლად შეკრებილმა მოქალაქეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს.

ლევან ცუცქირიძემ სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მოუწოდა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადანაცვლებისკენ. ის “აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის” დირექტორია. მისივე განცხადებით, კანცელარიასთან პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის უკან გაწვევასთან ერთად აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებასა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად მოქალაქეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან 12 საათიდან იკრიბებოდნენ. საღამოს 7 საათიდან კი აქციამ პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, გადაინაცვლა. ე.წ. “აგენტების კანონს” მოქალაქეები უკვე მესამე დღეა აპროტესტებენ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები