კატეგორიები

შარლ მიშელი: “კანონპროექტი არ არის თანხვედრაში საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან”

შარლ მიშელი: “კანონპროექტი არ არის თანხვედრაში საქართველოს ევროპულ მისწრაფებებთან”

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეხმაურება კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”.

“ქართველმა ხალხმა აირჩია ევროპული გზა და ამის პასუხად დეკემბერში ევროპულმა საბჭომ მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” არ არის შესაბამისობაში საქართველოს ევროპულ მისწრაფებებსა და ევროინტეგრაციის ტრაექტორიასთან. ის საქართველოს არათუ დააახლოებს, არამედ დააშორებს ევროკავშირთან”, — წერს შარლ მიშელი პლატფორმა X-ზე.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები