მთავარიევროპარუმინეთიმეფე ჩარლზ III-ის სახლი რუმინეთში

მეფე ჩარლზ III-ის სახლი რუმინეთში

რუმინეთში, სოფელ ვისკრიში, მეფე ჩარლზ III-ის სახლი დამთვალიერებლებისთვის ხელახლა გაიხსნა და ვიზიტორებს ელის. ადგილობრივები სტუმრებს სიამოვნებით მასპინძლობენ, განსაკუთრებით კი უცხოელებს.

ჩარლზ III-ის სახლში მოეწყო ბრიტანელი ფოტოგრაფის პირველი გამოფენა, რომელიც ადამიანებსა და გარემოზე იძულებითი ინდუსტრიალიზაციის გავლენას იკვლევს.

დროებითი გამოფენა საზოგადოებას წარუდგენს 42 ფოტოს, რომლებიც ბრიტანელმა ფოტოგრაფმა ბარი ლუისმა გადაიღო იმ პერიოდში, როცა ის რუმინეთის ამ მხარეებს სტუმრობდა.

“ამერიკის შტატ ორეგონიდან ჩამოვედი, რუმინეთი ძალიან მიყვარს, განსაკუთრებული ქვეყანაა. ჩარლზ მესამეს, მართლაც, ძალიან კარგი გემონება ჰქონია, რადგან სწორედ ამ ადგილზე შეიძინა მამული”.

“ძალიან მიხარია ისეთი ამბები, რომლებიც სოფლებს სიცოცხლეს უბრუნებს. ვისკრის ადგილობრივები სიხარულით ხვდებიან სტუმრებს და სოფელი სიცოცხლით სავსე გახდა. თუმცა აქაურებს მეფე ჩარლზის ჯანმრთელობა ძალიან აღელვებთ”.

მეფის მამულში სამუშაოდ ყოველ წელს ჩამოდიან მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან.

“ძალიან ვღელავთ მისი ჯანმრთელობის გამო. ის ყოველწლიურად მაისში გვსტუმრობს, მაგრამ ვშიშობთ, რომ წელს ვერ გვეწვევა. თუმცა ვისკრიში საოცრად სუფთა ჰაერია და აქაურობა მისი ჯანმრთელობისთვის ძალიან კარგი იქნება”.

კურთხევის შემდეგ მეფე ჩარლზის პირველი ოფიციალური ვიზიტი რუმინეთში იყო. ის კოტროჩენის სასახლეში რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანისს შეხვდა და ამის შემდეგ რამდენიმე დღე ვისკრიში გაატარა. გასულ წელს მეფე ჩარლზის სახლს 38 000-ზე მეტი რუმინელი და უცხოელი ტურისტი ეწვია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend