კატეგორიები

სერბეთი საფრანგეთისგან 3 მილიარდი ევროს ღირებულების 12 სამხედრო თვითმფრინავს შეიძენს

სერბეთი საფრანგეთისგან 3 მილიარდი ევროს ღირებულების 12 სამხედრო თვითმფრინავს შეიძენს
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი პარიზში ვიზიტით იმყოფებოდა. ფრანგული მოიერიშე თვითმფრინავების ,,რაფალის“ შესყიდვის შესახებ ინოვაციური გარიგება, ფაქტობრივად, შემდგარია.

ალექსანდარ ვუჩიჩმა და საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა სებასტიან ლეკორნუმ 12 ფრანგული თვითმფრინავის შეძენის საკითხი განიხილეს. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, კონტრაქტი ორ თვეში გაფორმდება.

„რაფალის“ შეთანხმება მიანიშნებს იმას, რომ ბელგრადი, რომელიც ტრადიციულად რუსეთის სამხედრო პარტნიორია, ნელ-ნელა ცვლის სტრატეგიას დასავლეთისკენ. ორდღიანი ვიზიტის დროს ვუჩიჩმა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან სერბეთ-კოსოვოს სამშვიდობო პროცესის შეფერხებასა და სერბეთის ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ისაუბრა.

სერბული მედიის ცნობით, სერბეთს საფრანგეთიდან მოიერიშე თვითმფრინავების შესაძენად 3 მილიარდი ევრო აქვს გამოყოფილი.

დაკავშირებული ამბები
ბოდიში მაყურებელს - ვუჩიჩის მარცხის შემდეგ სერბულმა ტელეარხმა რიტორიკა შეცვალა „პოლიტიკური მიწისძვრა“ სერბეთში - ვუჩიჩის ეპოქა დასრულდა
სხვა ამბები