კატეგორიები

ევროკავშირის მისიის ფარგლებში უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებს პოლონეთში გადიან

ევროკავშირის მისიის ფარგლებში უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებს პოლონეთში გადიან
ევროკავშირის მისიის ფარგლებში უკრაინელი ჯარისკაცები სამხედრო წვრთნებს პოლონეთში გადიან.

დაახლოებით თვე-ნახევარია, უკრაინელი ჯარისკაცები ძალას არ იშურებენ, რათა გაუმჯობესებული უნარებით დაბრუნდნენ თავიანთ  ქვეყანაში.  ევროკავშირის დახმარებით 46000-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა უკვე გაიარა სამხედრო მომზადება.

ევროკავშირის 24 წევრი ქვეყნის ძალისხმევით,  ფრანგებმა   46 000 ჯარისკაციდან,  რომლებმაც სამხედრო გადამზადება უკვე  გაიარეს, 10 000-ზე მეტი უკრაინელი გაწვრთნეს პოლონეთსა და საფრანგეთში. მწვრთნელები უკრაინის ჯარისგანაც სწავლობენ გარკვეულ ტაქტიკას.

État-major des armées

,,ევრონიუსს“ არ ჰქონდა საშუალება, გასაუბრებოდა  უკრაინელ ჯარისკაცებს.  თუმცა უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ  მათთვის დიდი  მნიშვნელობა აქვს უკრაინელი სამხედრო პერსონალის წვრთნის გაგრძელებას.

მისია საშუალებას აძლევს უკრაინის დამცველებს,  ისწავლონ თანამედროვე იარაღისა და აღჭურვილობის გამოყენება  რუსული აგრესიის ეფექტურად მოსაგერიებლად“.

უკრაინელ ჯარისკაცებს დასვენების დრო არ აქვთ, ისინი მალე უნდა დაუბრუნდნენ ფრონტის ხაზს.

Related news
ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის
სხვა ამბები