თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აღიარა, რომ მისი პარტია თურქეთში ჩატარებულ მუნიციპალურ არჩევნებში დამარცხდა.
ანკარაში მხარდამჭერებისადმი მიმართვის დროს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასულ მაისში ჩატარებული არჩევნების შემდეგ ასეთ შედეგს არ ელოდა.
თავის მხარდამჭერებს ასევე სიტყვით მიმართა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანკარის მერმა მანსურ იავასმა და განაცხადა, რომ მთავრობამ იგივე გააკეთა წინა არჩევნებზეც. მისი თქმით, ხელისუფლება, რომელმაც ვერაფერი ისწავლა წინა არჩევნებიდან და ისევ ბინძურ პოლიტიკას ეწეოდა და ლაფს ასხამდა პატრიოტებს, დამარცხდა. მან ასევე დასძინა, რომ მათ გამარჯვება არ უწერიათ.
არჩევნებზე 77-პროცენტიანი აქტივობა იყო. ხმათა 98 პროცენტის დათვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავარმა ოპოზიციურმა რესპუბლიკურმა პარტიამ ხმათა 37.6 პროცენტი მიიღო. ოპოზიციამ ასევე გაიმარჯვა დიდ ქალაქებში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში.