კატეგორიები

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ

ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ
ბულგარეთი და რუმინეთი შენგენის ზონას შეუერთდნენ. ახლა ამ ქვეყნებში საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა მგზავრებისთვის სასაზღვრო შემოწმებების გარეშეა შესაძლებელი.

თუმცა სახმელეთო სასაზღვრო კონტროლი მაინც დარჩება, რადგან ავსტრია თავშესაფრის მაძიებელთა შემოდინების შიშის გამო  წინააღმდეგია, რომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები შენგენის ზონის სრულუფლებიანი წევრები გახდნენ.

ამასთან, ევროკავშირის საბჭო ჯერ არ შეთანხმებულა თარიღზე, როდესაც გაუქმდება შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმება ბულგარეთს, რუმინეთსა და შენგენის ზონის სხვა ქვეყნებს. ევროკომისია გააგრძელებს ევროკავშირის საბჭოს მხარდაჭერას, რომ ეს გადაწყვეტილება მიმდინარე წელს იქნეს მიღებული.

ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანების გადაწყვეტილება ევროკავშირის საბჭომ დეკემბერში გამართულ სამიტზე მიიღო.

ევროკომისიის განცხადებით, რუმინეთი და ბულგარეთი მუდმივად უზრუნველყოფენ ევროკავშირის გარე საზღვრების  დაცვას  და ხელს უწყობენ შენგენის ზონის შიდა უსაფრთხოებას.

ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ.

Related news
ევროკავშირი გეგმავს, ყოფილ რუს სამხედროებს შენგენის ზონაში შესვლა აუკრძალოს ევროკომისიის ახალი სტრატეგია ბლოკის ცხრა ქვეყნისთვის
სხვა ამბები