კატეგორიები

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს

საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს. ქართველმა ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გაიმარჯვეს.

ვილი სანიოლის გუნდმა საბერძნეთთან მატჩი “დინამო არენაზე” 11-მეტრიანების სერიაში მოიგო.

  • Copyright თორნიკე კოპლატაძე/ევრონიუს ჯორჯია

“დინამო არენაზე” ქართველ ფეხბურთელებს 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი ქომაგობდა.

დღევანდელი შეხვედრა დამოუკიდებელი საქართველოსა და ქართული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო.

საქართველოს ეროვნულ გუნდს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის შანსი 2020 წელსაც ჰქონდა, თუმცა მაშინ ფეხბურთელთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა.

ევრო 2024-ის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები