კატეგორიები

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პრეზიდენტს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

„ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს პრეზიდენტს გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი

ორბელიანის სასახლესთან შეკრებილმა პოლიტიკოსებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეგროვებული ხელმოწერები გადასცეს. ხელმოწერების შეგროვება „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16 თებერვალს დაიწყო. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნას ხელი 150 000-იდან 200 000-ამდე ადამიანმა მოაწერა.

პრეზიდენტის სასახლესთან იმყოფებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე, წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი ნადირაძე და პარტიის სხვა წარმომადგენლები.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები