მთავარიევროპაბელარუსი“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” უშვებს თანამგზავრს რუსულენოვან რეგიონებში მაუწყებლობისთვის

“რეპორტიორები საზღვრებს გარეშე” უშვებს თანამგზავრს რუსულენოვან რეგიონებში მაუწყებლობისთვის

25 მარტს ბელარუსის თავისუფლების დღეა, თუმცა ბელარუსი ახლა ძალიან შორსაა თავისუფლებისგან. პუტინის მოკავშირე ლუკაშენკას რეპრესიების გამო ქვეყანა ბევრმა დატოვა, მათ შორის ბევრი ჟურნალისტია.

ახლა ისინი სხვა ქვეყნებიდან ცდილობენ ბელარუსებს რეალური ამბები უამბონ.

ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ გაუშვა თანამგზავრი, რომელიც ქვეყანაში უფასოდ უზრუნველყოფს დამოუკიდებელი მედიის მაუწყებლობას.

„ბელარუსის დამოუკიდებელ მედიას ახლა ქვეყნის შიგნით არ შეუძლია მუშაობა. 2021 წლის ივლისში ხელისუფლებამ ჩვენს კონტენტს უწოდა ექსტრემისტული და ეს ნიშნავდა, რომ “ევრორადიოს” თითოეული ჟურნალისტი შეიძლება დაეპატიმრებინათ. ამიტომ გადავწყვიტეთ პოლონეთში გადასვლა. ჩვენ ვმუშაობთ და ყოველთვის ვეძებთ გზებს, რომ ობიექტური ინფორმაცია ჩვენს თანამოქალაქეებს გავუზიაროთ, რადგან ვიცით, რომ ეს ჩვენი მოსახლეობას სჭირდება. მათ უნდა იცოდნენ სიმართლე, უნდა ჰქონდეთ მოტივაცია დემოკრატიული ცვლილებების განსახორციელებლად“, – ამბობს პაველ სვიარდლოუ, “ევრორადიოს” მთავარი რედაქტორი.

ბელარუსის ხელისუფლების რეპრესიული ტაქტიკა კარგად ცნობილია “რადიო თავისუფლებისთვისაც”. მინსკი მუდმივად ბლოკავდა ამ მედიას, თუმცა ჟურნალისტები მაინც ახერხებდნენ ბელარუსის მოქალაქეებისთვის ხმა მიეწვდინათ.

„ლუკაშენკა საძაგელი დიქტატორია და ერთადერთი გზა, რომლითაც მას შეგვიძლია ვებრძოლოთ, არის მედია, რომელიც საზოგადოებას ინფორმაციას მიაწვდის. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ პრესის თავისუფლების კიდევ უფრო არ შეიზღუდოს”, – ამბობს სტანისლავ პრუშინსკი, “რადიო თავისუფლების” ყოფილი თანამშრომელი.

ინფორმაციის ძალა შეუფასებელია, სწორედ ამიტომაა, რომ ავტორიტარული მთავრობები თავისუფალ მედიას ებრძვიან. ასე ხდება რუსეთშიც…

„ჩვენი შეფასებით, რუსეთის მოსახლეობის დაახლოებით 6-9 პროცენტს აქვს წვდომა ობიექტურ ინფორმაციაზე, ამიტომ ცხადია, რომ თუ ჩვენს ინფორმაციაზე წვდომა გაიზრდება, ძალიან კარგი იქნება. ჩვენ ამ სატელიტით შეგვიძლია დავფაროთ აღმოსავლეთ ევროპა, მათ შორის რუსეთი, უკრაინის ოკუპირებული რეგიონები. სწორედ ამაში მდგომარეობს ჩვენ მიერ ინფორმაციის უფასოდ მიწოდების პროგრამა“, – ამბობს ტიბო ბრუტენი, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ წარმომადგენელი.

„ევროპამ თავშესაფარი მისცა ბევრ პოლიტიკურ დევნილს რუსეთიდან და ბელორუსიიდან, მათ შორის არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც იბრძვიან სიტყვის თავისუფლებისთვის, იმ ღირებულებებისთვის, რომლებსაც ყველა ჩვენგანი იზიარებს”, – ამბობს მაგდალენა ხოდოვნიკი, ევრონიუსის ჟურნალისტი. 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend