მთავარიამერიკაკუბაკუბის მოსახლეობა სუბსიდირებული საკვების მიწოდების შემცირებას აპროტესტებს

კუბის მოსახლეობა სუბსიდირებული საკვების მიწოდების შემცირებას აპროტესტებს

კუბაში საპროტესტო აქციები გაიმართა. საკვებსა და ელექტროენერგიასთან დაკავშირებული  პრობლემები, რომლებიც მოსახლეობას მრავალი წელია აწუხებს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში კიდევ უფრო გამწვავდა.

მთავრობა აღიარებს, რომ მას არ შეუძლია მოსახლეობისთვის სუბსიდირებული საკვების მიწოდება.

,,ლიბრეტა“,  ფასდაკლების ვაუჩერი,  კუბელებს საშუალებას აძლევს,  საკვები პროდუქტები დაბალ ფასად შეიძინონ. ეს ვაუჩერი 1963 წლიდან არსებობს და კუნძულის სოციალისტური სისტემის ერთ-ერთი საყრდენია.

თუმცა, როდესაც მცირე კერძო ბაზრები გაიხსნა და საკვებ პროდუქტებზე ფასებიც გაიზარდა,  კუბელების შემოსავალი  არ შეცვლილა.

ბევრი კუბელი თავს დაუცველად გრძნობს და თვლის, რომ უთანასწორო პირობებში უწევს ცხოვრება.

კუბელებისთვის განკუთვნილი ვაუჩერის წყალობით თითოეული ოჯახი უზრუნველყოფილი იყო ყველა საჭირო საკვებით, ჩამონათვალში იყო ჰამბურგერი, თევზი, შოკოლადი, რძე და ლუდიც კი. ახლა კი სახელმწიფო ძლივს ახერხებს, კუბის მოსახლეობას პური, რძე, ბრინჯი და ლიტრი რძე შესთავაზოს..

სუბსიდირებული საკვები პროდუქტების ნაკლებობის გარდა, კუბელებს აწუხებთ  სხვა  მნიშვნელოვანი პრობლემებიც, როგორებიცაა საწვავზე დაწესებული მაღალი ფასები და ელექტროენერგიის ხშირი  გათიშვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend