კატეგორიები

საწვავის კრიტიკული დეფიციტის გამო კუბაზე ელექტროენერგია ხშირად ითიშება

საწვავის კრიტიკული დეფიციტის გამო კუბაზე ელექტროენერგია ხშირად ითიშება
ორ აგვისტოს კუბაზე ელექტროქსელი კვლავ გამოვიდა მწყობრიდან, რამაც ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. კარიბის ზღვის კუნძულზე კვლავ ნავთობის დეფიციტია, რაც ენერგეტიკულ, სამედიცინო და ეკონომიკურ კრიზისს კიდევ უფრო აღრმავებს.

ჰავანის ელექტროქსელი ძალიან ძველია. ამას ემატება აშშ-ს ენერგეტიკული ემბარგო, რომელიც კუბას, იანვარში ვენესუელაში ვაშინგტონის სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაუწესდა. შესაბამისად, შეჩერდა საწვავის რეგულარული მიწოდება ვენესუელიდან, საიდანაც კუბაში ნავთობი შემოდიოდა.

სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ განაცხადა, რომ ეროვნული ელექტროსისტემა სრულად გაითიშა. ქვეყანა, მათ შორის დედაქალაქი, სრულად ჩაბნელდა.

ეს ელექტროქსელის  სრული ჩავარდნის სერიის მხოლოდ ბოლო შემთხვევაა, რადგან სულ რაღაც ერთი დღით ადრე ქვეყნის დასავლეთი ნაწილი სიბნელემ მოიცვა.

ელექტროენერგიის გათიშვამ ნორმალური ცხოვრება თითქმის შეუძლებელი გახადა. ყოველი გათიშვის დროს წყლის მარაგიც მცირდება და გამაგრილებელი სისტემებიც შეფერხებულად მუშაობს.

ეს დამატებითი პრობლემაა საზოგადოებისთვის, რომელიც მიჩვეულია გაჭირვებას, თუმცა უკვე გაუსაძლისია რამდენიმეთვიანი კრიზისი, რომლის დასასრული ჯერ არ ჩანს.

ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქსელის რეაქტივაციის პროტოკოლი უკვე მუშავდება.

დაკავშირებული ამბები
საწვავის კრიტიკული დეფიციტის გამო კუბაზე ელექტროენერგია ხშირად ითიშება კუბაში ჰუმანიტარული ტვირთის ახალი ნაკადი ჩავიდა