მთავარიევროპალიეტუვაგარდაცვლილი ალექსეი ნავალნის თანამოაზრეს ლიეტუვაში თავს დაესხნენ

გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის თანამოაზრეს ლიეტუვაში თავს დაესხნენ

ლიეტუვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ გარდაცვლილი ალექსეი ნავალნის თანამოაზრეზე, ლეონიდ ვოლკოვზე, თავდასხმა, სავარაუდოდ, რუსების მიერ დაგეგმილი ოპერაცია იყო.

შემთხვევის შემდეგ ვოლკოვმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც განაცხადა, რომ თავდამსხმელი მას სახლთან დახვდა  და დაახლოებით 15-ჯერ ჩაარტყა ჩაქუჩი.

ინციდენტს გამოეხმაურა ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა, რომელიც სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება. მისი თქმით, საქმეს შესაბამისი სამსახურები გამოიძიებენ და იპოვიან დამნაშავეებს. მან ასევე მიმართა პუტინს და გააფრთხილა, რომ მისი აქ  არავის ეშინია.

რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების შესახებ საუბრობს ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია, რომელიც ახლა ლიეტუვაში ცხოვრობს. მისი თქმით, იგიც რეჟიმის ერთ-ერთი პირდაპირი სამიზნეა.

ამიტომ  ვერც ლიეტუვაში და ვერც სხვა ქვეყანაში ვერ გრძნობს თავს დაცულად. თუმცა  დასძენს, რომ ამან არ უნდა შეაჩეროს არავინ. მათ, პირველ რიგში, უნდა იფიქრონ ბელარუსის მოსახლეობაზე, რადგან ისინიც რეჟიმის პატიმრები და მძევლები არიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend