კატეგორიები

ისრაელმა „ჰეზბოლაზე“ იერიში მიიტანა

ისრაელმა „ჰეზბოლაზე“ იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ავრცელებენ ვიდეომასალას, სადაც აღბეჭდილია ლიბანში მოქმედი გასამხედროებული პოლიტიკური ორგანიზაციის ინფრასტრუქტურასა და ცოცხალ ძალაზე მიტანილი იერიში. ისრაელში აცხადებენ, რომ ამ იერიშის შედეგად, მათ „ჰეზბოლას“ კუთვნილი 4500 სხვადასხვა ობიექტი გაანადგურეს. მათივე ცნობით, ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ 300 მეომარი.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, რომლის მიხედვითაც, ლიბანისა და სირიის ტერიტორიაზე არსებული ტყვია წამლის საცავებიც განადგურებულია. ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის ბოლო სამხედრო დაპირისპირება 2006 წელს მოხდა და ერთ თვეს გაგრძელდა.

7 ოქტომბერს „ჰამასის“ ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაწყებულ ომში „ჰეზბოლა“ ღიად უჭერს მხარს „ჰამასს“.

დაკავშირებული ამბები
აშშ-ში გასამართ მოლაპარაკებებამდე ისრაელმა სამხრეთ ლიბანზე მორიგი იერიში მიიტანა ისრაელმა ლიბანის აღმოსავლეთით მდებარე დასახლებებზე საჰაერო იერიში მიიტანა
სხვა ამბები