მთავარიაზიაავღანეთი„ავღანეთი ქალებისთვის ჯოჯოხეთია“ - ქალების პროტესტი ავღანეთში

„ავღანეთი ქალებისთვის ჯოჯოხეთია“ – ქალების პროტესტი ავღანეთში

ქალთა საერთაშორისო დღეს “თალიბანის” მიერ მართულ ავღანეთის ისლამურ ემირატში ქალების საპროტესტო აქცია გაიმართა. საპროტესტო გამოსვლისას ქალებს ეკავათ ტრანსპარანტები წარწერებით „ავღანეთი ქალებისთვის ჯოჯოხეთია“ და „არა გენდერულ აპართეიდს”.

“თალიბანი” ხელისუფლებაში 2021 წელს, ვაშინგტონის ლიდერობით შექმნილი სამხედრო კოალიციის ჯარების გასვლის შემდეგ, დაბრუნდა. თავდაპირველად, დასავლურ ბანკებში არსებული გაყინული თანხების დაბრუნების იმედით “თალიბანი” შედარებით ლმობიერ გენდერულ პოლიტიკას ატარებდა, მაგრამ ფინანსების დაბრუნების იმედის გადაწურვის შემდეგ ვითარება შეიცვალა.

სახელმწიფოში ოფიციალურად აიკრძალა მუსიკის მოსმენა. ქალებს განათლების მიღებისა და თავისუფლად გადაადგილების უფლება აღარ აქვთ. მათ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად, პარკშიც კი აკრძალული აქვთ შესვლა. ქალებს არ აქვთ მუშაობისა და მოგზაურობის უფლება, შესაბამისი ნებართვის გარეშე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend