კატეგორიები

სუდანში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა

სუდანში მოსახლეობის უმეტესი ნაწილი შიმშილის ზღვარზეა
სურსათის მსოფლიო პროგრამის (WFP) ინფორმაციით, სუდანის ომმა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოში ლტოლვილთა ყველაზე მწვავე კრიზისი გამოიწვია.

მოსახლეობას შიმშილის ზღვარზე უწევს ყოფნა.  სამხრეთ სუდანსა და ჩადში, სადაც  სასურსათო უსაფრთხოება გაუარესებულია,  25 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება  მას შემდეგ შეფერხდა, რაც ხელისუფლებამ საზღვრისპირა სატვირთო კოლონებისთვის ნებართვის გაცემა გააუქმა. ამ ნაბიჯმა სუდანში ჰუმანიტარული კრიზისი უფრო გაამწვავა.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელ დირექტორი სინდი მაკკეინი გაემგზავრა სამხრეთ სუდანში, საიდანაც ბოლო 10 თვის განმავლობაში 600 000-ზე მეტ ადამიანს მოუწია გაქცევა, მაკკეინმა მოინახულა ხალხმრავალი, სატრანზიტო ბანაკები, სადაც ოჯახები, ფაქტობრივად, შიმშილობენ.

გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის აღმასრულებელმა დირექტორმა თხოვნით მიმართა მხარეებს, შეწყვიტონ დაპირისპირება.  მისი აზრით,  ჰუმანიტარულ სააგენტოებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სუდანში შიმშილის ზღვარზე მყოფი  ადამიანები გადაარჩინონ.

Related news
გაერო სამხრეთ სუდანში სავარაუდო „გენოციდის ნიშნებზე“ საუბრობს სამოქალაქო ომი სუდანში – დევნილთა რიცხვი 12 მილიონს აჭარბებს
სხვა ამბები