თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი ჯონ კირბი აცხადებს, რომ შეერთებულმა შტატებმა და იორდანიამ ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც უკვე თვეებია ისრაელის ძალების მიერაა იზოლირებული, თვითმფრინავებიდან ჰუმანიტარული დახმარების მორიგი ტვირთი ჩაუშვეს.
ამავდროულად, ჯონ კირბიმ „ჰამასს“ მოუწოდა, დასთანხმდეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მკაცრი გაფრთხილება მისცა ისრაელს, რომელიც მორწმუნე მუსლიმანებს იერუსალიმის წმინდა ადგილებში შესვლას უზღუდავს და აღნიშნა, რომ ამას მძიმე შედეგები მოჰყვება.
Filistin Devlet Başkanı, aziz kardeşim Mahmud Abbas ve heyetini ülkemizde misafir etmekten büyük memnuniyet duydum.
Filistin davasını elimizden gelen en güçlü şekilde savunmaya, Filistinlilerin güvenliğini, refahını artırmaya yönelik her gayreti desteklemeye devam edeceğiz. 🇹🇷🇵🇸… pic.twitter.com/zk58bAMBKg
— Recep Tayyip Erdoğan (@RTErdogan) March 5, 2024
პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის ვიზიტის დროს მან განაცხადა, რომ ისრაელის რადიკალი პოლიტიკოსების მოთხოვნები, რამადანის დროს მუსლიმანებს შეუზღუდონ ჰარემ ალ-შარიფში შესვლა, აბსოლუტური უაზრობაა. მისი თქმით, ასეთი ნაბიჯის გადადგმის შედეგები უდავოდ მძიმე იქნება.
გუშინ საფრანგეთის ძალებმა ეგვიპტისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ძალებთან კოორდინაციით დამატებითი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდეს ღაზას.
ბოლო ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ 30 500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.